
ღმერთმა ინებოს ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა მოსვლა ხელისუფლებაში, ეს არის ხსნა საქართველოსი, ეს არის ის გამოსავალი, რომელსაც ვითომც და ეძებენ დღევენდელი პოლიტიკოსები. სახელმწიფო ჩვენ ვართ, თითოეული ჩვენთაგანი და როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს გადარჩენაზე ეს იგივეა, რომ კონკრეტულ პიროვნებების გადარჩენეზე ვიზრუნოთ, ხოლო ყოველი ჩვენთაგანი მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით, უფალ იესო ქრისტეს რწმენით და მის, ანუ უფლის მიერ მოცემული რჯულით, ესე იგი "სჯულის კანონის" სათუთად დაცვით, გადავრჩებით და გადარჩება ჩვენთვის ესოდენ საყვარელი სამშობლო საქართველო. მაშ გამოვიძიოთ და შევისწავლოთ ჩვენი, ქრისტეანული რჯული, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ცუდათ ვიცით კომუნისტურ წნეხში გატარების შემდგომ. დიდება უფალს, რომელმაც ინება და მოგვცა უფლება და გზა გადარჩენისა, მადლობა უფალს, რომ ჩვენ უფლის მართლად მადიდებლები ვართ და გვაპატიოს უფალმა ჩვენი შეცოდებები, რომელთა როცხვიც ვერ დაითვლება, პირველ რიგში ურჯულო ხელისუფლება და უსჯულო "სამგვდელოება" რომ შეიგუა ჩვენმა ერმა. ყოველმა ჩვენთაგანმა შევინანოთ გულით და ცრემლით, რათა ეგებ ინებოს უფალმა იბერიის აღდგინება. დიდება ღმერთს !